გამაღიზიანებელი (გა)თბილისე(ბუ)ლი ბიჭების 5 ტიპი

1. კომპლექსიანი – ბიჭები რომლებსაც ყველაფერზე კომპლექსი აქვთ, თავიანთი ცხოვრების სტილის გამო, ძირითადად აცვიათ ერთიდაიგივე ტანსაცმელი(იმიტომ არა რომ არ აქვთ, იმიტომ რომ არ სურთ ცვლილება). გამოირჩევიან კარგი სწავლით, არიან ჩაკეტილები.

2. შავროლინგიანი ტიპი – ბოლო პერიოდში ამ ტიპის ბიჭებმა თბილისში ფართოდ მოიკიდეს ფეხი, მათი ასაკი მერყეობს 13-დან 17 წლამდე. ეს ტიპი პოპულარულია მათივე ასაკის ბიჭებსა და გოგონებში. სოციალურ ქსელში აუცილებლად უნდა ქონდეს სიგარეტით გადაღებული ფოტო, მისივე მსგავსი ტიპის ბიჭთან ერთად, დგომა სტანდარტული, ზურგი უკან გაწეული, მენჯები წინ გამოწეული. აუცილებლად უნდა უსმენდეს რუსულ რეპს.

3. მოპოეტო ტიპი – ბოლო ერთი წელია ამ ტიპის ბიჭები აქტიურად მრავლდებიან, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. იღებენ 1-2 ვიდეოს სადაც მათ ურითმო ლექსებს კითხულობენ და საზოგადოებაში ამ გზით იმკვიდრებენ თავს.

4. მაჩოები – ამ ტიპში შედის ნავარჯიშები, კუნთიანი ბიჭები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ამ გზით ახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას. სოციალ ქსელში ხშირად შეხვდებით ფიტნეს დარბაზში ან/და სახლის სარკეში დაჭიმული კუნთით გადაღებულ ფოტოებს.

5. დაძაბული ტიპები – არიან ბიჭები რომლებიც აი სულ დაძაბულები არიან. ისინი გამოირჩევიან მათი სტანდარტული ფრაზებით: “მე მითხარი რამე?”, “არა, მე მეგონა მე მითხარი”, “სიგარეტი ხო არ გაქ ძმა ან ხურდა?”.

რეისი პარიზი ბერლინი

ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე, მე მივდიოდი ბერლინში სადაც ჩემი ბიძაშვილი ანეტა მელოდებოდა.

ჩავალაგე ბარგი და მატარებლების სადგურამდე ფეხით, სეირნობით წავედი, ჩაფიქრებული.
ქუჩაში ზაფხულის წვიმა იყო, გზაზე გუბეებში წვეთები ლამაზად ირეოდა. მზე ღრუბლებს მიფარებოდა და სადღაც ეიფელის უკნიდან მოჩანდა მკრთალი სხივები. მატარებლის გასვლამდე კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი და იქვე სკვერში ჩამოვჯექი, ამოვიღე სიგარეტი და მოვუკიდე.

ხო მართლა, მე ალისა მქვია, სახელი გერმანულია და მეც გერმანელი ვარ წარმოშობით, თუმცა ფრანგ ბიჭ ანტუანს ვეკუთვნი ან ვეკუთვნოდი, არ ვიცი.

<!–more–>
ანტუანი, ფრანგი პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ ჰეროინის გაქანებული მომხმარებელია, მაგრამ ეგ არაფერია მექალთანეც რომ არ იყოს. მაგრამ, მე მაინც მიყვარს, ალბათ მასაც ვუყვარვარ.

ახლა 23 წლის არაქალიშვილი ვარ, ესეც ანტუანის დამსახურებაა, მაგრამ არ ვნანობ. ალბათ, ვერც.
5 წუთში ჩემი მატარებელიც ჩამოდგება ლიანდაგზე და მეც გავედი. ისევ ნელა, ნაწვიმარ ასფალტზე მივაბიჯებდი ღია ფეხსაცმელებით და სველი ფეხებით.
ბაქანზე ველოდები ჩემს მატარებელს და უეცრად უკნიდან ვიგრძენი ანტუანის სურნელი და მისი გახშირებული სუნთქვა მომესმა….
გული ამიჩქარდა, წამით გამიჩერდა კიდეც, სუნთქვა მეც გამიხშირდა და მობრუნება ძალიან გამიჭირდა. ანტუანმა პარიზული გაწონასწორებული ხმით მითხრა:
– მეც მოვდივარ!
მის ნათქვამზე შევტრიალდი და დავინახე მისი სახე, გრძნობა მქონდა თითქოს თავიდან შემიყვარდა, აი როგორიც მაშინ პირველად რომ დავინახე პარიზის ერთ-ერთ ლიტარატურულ კაფეში სტენდალის კითხვის დროს..

ის ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო იყო როგორც მაშინ.
ამ ჰოლივუდური სცენის დროს ჩემი ნათქვამი მიყვარხარ ბერლინის მატარებლის გუგუნმა გამაწყვეტინა.
მე წასვლა დავაპირე, ანტუანმა ხელი მომკიდა და გამიმეორა,
– მეც მოვდივარ.

ავედით ორივე მატარებელში, თითქოს უცხოები ვიყოთ ერთმანეთისთვის, არ ვსაუბრობთ და ერთმანეთს თვალებს ვერ ვუსწორებთ. ანტუანი ჩემ გვერდით დაჯდა, სიჩუმის მიუხედავად, გვერდიდან, მისგან სითბო მოდიოდა, ვგრძნობდი ამ სითბოს!
მატარებლის დაიძვრა და ანტუანმა საუბარი დაიწყო. მიხსნიდა რომ დაივიწყებდა ყველა ქალს და მისთვს მხოლოდ მე ვიქნებოდი ერთადერთი, თუმცა მე ხომ ვიცოდი რომ ის მაინც ის დარჩებოდა და ღამეებს რომელიც ჩემთან ერთად უნდა გაეთენებინა, გაათენებს სხვა ქალთან, საწოლში.

მაგრამ, მის კითხვაზე შევურიგდები თუ არა, დავუფიქრებლად და სიხარულით ვუპასუხე, ეომ ისევ მისი ვარ. მე ის მიყვარს, ყველაფრის მიუხედავად მიყვარს. მან გახარებულზე ჯიბიდან ყოველდღიური სიახლეების გაზეთში გახვეული ჰეროინი ამოიღო და ჩვეულად შეუდგა მის მოხმარებას, მე კი სიგარეტი ამოვიღე.

სიგარეტის მოწევა ანტუანმა დამაწყებინა, კარგია რომ დღემდე ჰეროინსაც არ მიმაჩვია. ანტუანმა როდესაც გარკვეული რაოდენობის ჰეროინი მიიღო, დაიწყო ჩემი გართობა, გაღიმება, როგორც მაშინ პირველად ლიტერატურული კაფედან რომ წამოვედით.

მატარებელში მხოლოდ ფრანგი და გერმანელი ადამიანები იყვნენ. სასაუბრო თემა მხოლოდ მერსედესი და ღვინო იყო. Du Vin და Mercedes.

ანტუანი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული იუმორის გრძნობით, მის ხუმრობებზე მხოლოდ ზრდილობის გამო ვიცინოდი. მე მისმა ფერადმა და ამოუცნობმა სულიერმა სამყარომ მიმიზიდა. ანტუანი შემოქმედია, ის ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე ლექსებს და სხვადასხვა ნაწარმოებებს ქმნის, მაგრამ ამას მხოლოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ახერხებს. უცნაურია რომ ასეთ შემოქმედებით უნარს ზოგჯერ ნარკოტიკული საშუალებები აღვიძებენ. ჩვენს სამყაროში ასეთი მაგალითი ბევრია.

საუბარი განვაგრძეთ სამომავლო გემებზე. ანტუანმა მითხრა რომ სამომავლოდ წიგნის დაწერას გეგმავდა, საკუთარ ცხოვრებაზე, რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე საინტერესო იქნებოდა საკითხავად.

1 000 კილომეტრი და დაახლოებით 21 საათი საუბარში და სიცილში გავატარეთ. როგორც იქნა ჩავედით ბერლინში. სადგურზე ჩემი ბიძაშვილი ანეტა უნდა დამხვედროდა. როცა სადგურის ლიანდაგზე შევედით ფანჯრიდან ვეძებდი ანეტას.

მატარებლიდან მე და ანტუანი ერთად ჩავედით. მე ანეტა როგორც კი დავინახე გავიქეცი მისკენ და 3 წლის უნახავს ძლიერად ჩავეხუტე.

ანტუანმა ჩემი ჩემოდანი გვერდით დამიდო და წავიდა..
მის მერე ანტუანი აღარ მინახავს…..